ადვოკატთა ასოციაციის თბილისის ოფისში, ასოციაციის წევრებისთვის მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საკუთრების უფლებასთან მიმართებაში.
აღნიშნული ტრენინგ მოდული შემუშავდა ადვოკატთა ასოციაციისა და პროექტ - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) თანამშრომლობის ფარგლებში. ტრენინგი ტარდება ადვოკატთა ასოციაციის განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში და მას უძღვება ასოციაციის ტრენერი - ელენე სიჭინავა.